სააკაშვილმა და სემჩენკომ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის გაგრძელება

სააკაშვილმა და სემჩენკომ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის გაგრძელებაპოლიტიკური პარტია «Рух нових сил»- ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა და საპარლამენტო ფრაქცია «Самопоміч» -ის დეპუტატებმა გადაწყვიტეს უმაღლესი რადას შენობასთან განაგრძონ საპროტესტო აქცია. რაც შეეხება აქციის მონაწილე სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს, ისინი ტოვებენ მიმდინარე აქციას. შესაბამისი ერთობლივი განცხადება წაიკითხა კოალიცია «Реанімаційний пакет реформ» -ის აქტივისტმა ალექსანდრე ლემეროვმა.
აქციის მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია კვლავ დაჟინებით მოითხოვს ხელისუფლებისგან სამი მოთხოვნის შესრულებას – სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩატარებას, თუმცა უმაღლესი რადას შენობასთან მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები დარჩებიან. დანარჩენი პოლიტიკური ორგანიზაციები “პროტესტის სხვა ფორმაზე გადადიან”.
სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელებთან ერთად კარვებში დარჩებიან ფრაქცია «Самопоміч» -ის დეპუტატები სემიონ სემჩენკო და ეგორ სობოლევი.

banner
წინა სტატიაშიამერიკულმა თანამგზავრმა ჩრდილოეთ კორეის უახლესი ტიპის წყალქვეშა ნავი დააფიქსირა
შემდეგი სტატია“აღსდექ კიევო!” აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ