სააკაშვილმა ავაკოვს მატყუარა და იაცენიუკის ნარჩენი უწოდა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება

avakovოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შს მინისტრს, არსენ ავაკოვს „კორუფციონერი და მატყუარა“ უწოდა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მსხვილ კორუფციულ გარიგებებში არა ერთხელ შემჩნეული და მატყუარა, იაცენიუკის გადმონაშთი შს მინისტრი ბნელ ეროვნულ უსაფრთოების თემაზე თამაშს განაგრძობს. ის იტყუება, როცა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ჩემი თხოვნით უარი თქვა ოდესაში პოლიცის დამატებითი ნაწილების შეყვანაზე “ – განაცხადა სააკაშვილმა.
მან თქვა, რომ უკრანის შსს-დან ოფიციალურ ბოდიშს ელოდება.
27 აპრილს ავაკოვის მრჩეველმა ზორან შკირიაკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის თხოვნის აუცილებლობა, რეგიონში დამატებითი პოლიცის შეყვანის შესახებ არ არსებობს. მანამდე სააკაშვილმა რეგიონის უსაფრთხოებისათვის ოდესაში პოლიციის და ეროვნული არმიის დამატებითი ნაწილების შეყვანა ითხოვა ქვეყნის პრეზიდენტისგან.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის ხარვეზები უკვე დადასტურებულია
შემდეგი სტატია“მედიაზე რა შენიშვნებიც არის, სამართლიანია”- ლევან ბერძენიშვილი ტორბიონ იაგლანდის ანგარიშზე