“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მისი სამართლებრივი დევნის პერსპექტივას არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს” (ვიდეო)

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პროკურატურისთვის გარემოებებს არ ცვლის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” ისაუბრა.

“რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, მინდა გითხრათ, რომ ეს არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს იმ პერსპექტივებს. ვთქვათ, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში უკრაინას, როგორც უმეტეს ქვეყნებს, აქვს კონსტიტუციური გარანტია თავისი მოქალაქეებისადმი და არ ახდენენ ამ პირების ექსტრადირებას”, – განაცხადა შოთაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=mLX9bOBdo3M&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანული ნავთობის პლატფორმაზე ძლიერი ხანძარია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები ქართულ და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს შორის