სააკაშვილის უარი აფთიაქარს და ივანიშვილ-ბურჭულაძე-მაშკევიჩის 10 მილიონიანი გარიგება

1473597188570583ებრაელი მილიარდელი, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ალექსანდრე მაშკევიჩის სახელი უკვე მერამდენედ უკავშირდება საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენებს. საქართველოში ძირითადად სააფთიაქო ბიზნესით დაკავებული მილიარდელი ამჯერად 2016 წლის არჩევნებით ინტერესდება. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაშკევიჩი საქართველოში საგანგებოდ შეხვდა ივანიშვილის გუნდს, მათ შორის თავად ოლიგარქს, დავით საგანელიძეს, მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. მაშინ ებრაელი აფთიაქარი საკუთარი ინვესტიციების ჩადებას და პოლიტიკურ გარანტიებს ითხოვდა, რაც მიიღო კიდეც. მაშკევიჩი ეკონომიკის ერთ-ერთ მიმართულებაზე მონოპოლიას ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ითხოვდა, რაც მან ნაციონალური მოძრაობისგან ვერ მიიღო. ,,ქართული ოცნების“ 4-წლიანმა მმართველობამ ებრაელ ბიზნესმენს როგორც სჩანს იმედები გაუცრუა – ჩადებულ ინვესტიციას აშკარად საფრთხე ექმნება, თუ ივანიშვილის გუნდი არჩევნებს წააგებს. მაშკევიჩმა ისიც იცის, რომ წაგებულად ითვლება ქართული ოცნება, თუკი პირველი ადგილის მიუხედავად, პარლამენტში ის უმრავლესობას დაკარგავს.
აფთიაქარი ექსპრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვს.

,,ნიუპოსტის” წყაროს ცნობით, მაშკევიჩი სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობს ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის მეშვეობით. ექსპრეზიდენტთან აუდიენციის მთავარი თემა მომავალი პოლიტიკური გადაჯგუფება იყო. მაშკევიჩის წინადადება მიხეილ სააკაშვილთან ფინანსური გარიგების მეშვეობით პოლიტიკური გააქტიურება იყო, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში, მაშკევიჩის მიერ ჩადებული ინვესტიცია დარტყმის ქვეშ დგებოდა.

ექსპრეზიდენტთან ებრეალი ბიზნესმენის ფინანსურ-პოლიტიკური შეთავაზება ნეგატიური საუბრით დასრულდა და სააკაშვილმა ის უარით გაისტუმრა – ექსპრეზიდენტისთვის ის ოლიგარქის მორიგი აგენტი იყო.

სქემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ყიდვას ისახავდა მიზნად, ივანიშვილის დედაშვილმა უჩა მამაცაშვილმა წარმატებით დაიწყო. ჯაფარიძისა და კუბლაშვილის გადაბირების შემდეგ, მათ რიგებს, ვანო ჩხარიშვილის მეშვეობით, გიორგი ვაშაძე შეუერთდა. ჩვენი ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ ცენტრში 10 მილიონი ჩაიდო, თუმცა მამაცაშვილის გეგმა ჩავარდნის პირას დადგა, როცა ბოლო რამდენიმე კვლევის თანახმად, გირჩსაც და გიორგი ვაშაძესაც ერთად აღებული 1%-ანი რეიტინგი ჰქონდა. საჭირო იყო რეიტინგული ლიდერი, რომლითაც მამაცაშვილი შეეცდებოდა ოლიგარქისთვის იმედები გაემართლებინა.

ამ კომბინაციას თანხმდება ასევე აფთიაქარი მილიარდელიც და იქვე პირობას ითხოვს, თუ ოცნება წააგებს ეს პოლიტიკური გაერთიანება მეორე ძალა უნდა იყოს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ლიდერი. ასეთ ლიდერად კი არჩევნებში უფულოდ დარჩენილ ბურჭულაძეს არჩევენ.

ამასობაში პოლიტიკურ ველზე დიდი ამბიციებით გამოჩენილ პაატა ბურჭულაძეს ბიზნესმენ იაკობაშვილისგან ფინანსური წყარო გადაეკეტა, რამაც ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა.

დღის წესრიგში დადგა გირჩის და ვაშაძის ,,ახალი საქართველოს“ გაერთიანება ბურჭულაძესთან და ამ უკანასკნელის რეიტინგის გამოყენებით, ხელისუფლების სატელიტი ოპოზიციური ძალის შექმნა.

რჩებოდა მხოლოდ ერთი დეტალეი -როგორ შეადუღაბონ უკვე ბურჭულაძის ხალხი და გაყიდული ნაცები ერთმანეთთან. სქემაც ნაპოვნია – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ბურჭულაძე, ჩხარტიშვილი, ივანიშვილი, მაშკევიჩი. აქ გადაწყდა ქართული ოცნების წაგების შემთხვევაში დამხმარე ალტერნატიული ძალის შექმნა.

აღნიშნული სქემის შექმნის შემდეგ, პიარ გეგმის მიზნად დაისახეს, გაერთიანების ამ სქემის ავტორად მოინათლონ ნაციონალები, როგორც მათი სატელიტები. აღნიშნული პიარგეგმის მიზანი იყო არა ბურჭულაძის ხმების დაკარგვა, არამედ ნაციონალებისთვის წართმევა, მაქსიმუმ, ამ თოჯინაპარტიამ შესძლოა წაიღოს ნეიტრალური ხმები ანუ ვერ მიაღწიოს ნაცების დასუსტებას, მაგრამ ნეიტრალების დამატებით შეძლონ დასუსტებულ ოცნებასთან ერთად ნაცების დამარცხება.

ჯერ კიდევ საეჭვოა რამდენად შეძლებენ 10 მილიონის გამღები ოლიგარქები გეგმის წარმატებით შესრულებას, რადგან უკანასკნელი კვლევების თანახმად ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებას გირჩთან და ვაშაძესთან შესაძლოა ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი შეექმნას. არ არის გამორიცხული ქართული ოცნება ისევ ნაციონალური მოძრაობის პირისპირ აღმოჩნდეს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სწორედ ამ გაერთიანების შედეგი იყო ის, რომ ბურჭულაძის გაერთიანების საპარლამენტო სიაში არ აღმოჩნდნენ წამყვანი ლიდერები – ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე. ლაგზიძემ კარტები ნაწილობრივ გახსნა და თქვა, რომ ბურჭულაძემ პარტია მოატყუა, მან ამომრჩეველს მუოწოდა კიდეც, რომ საკუთარი შვილების მომავალი არ ანდონ მსფოლიო ბანს. გიორგი რუხაძეს ღიად არ დანუცხადებია პარტიის დატოვებაზე, თუმცა არა რის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ისიც ლაგაზიძის გზას დაადგეს.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, რომლის რეიტინგი გარკვეულწილად კვლავაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ავტორიტეტზე დგას, არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. ექსპრეზიდენტი კი შემოდგომაზე კახეთის მამულებში რთველის ჩატარებას აანონსებს.

,,ნიუპოსტი

banner
წინა სტატიაშიმადრიდში კორიდას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაგოჩა კალანდიას თავს დაესხნენ-რა მოხდა ზუგდიდში