სააკაშვილის თქმით, პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს – ამის შესახებ სააკაშვილმა “ძალიან სანდო წყაროსგან გაიგო”.
სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ეს საკითხი “პოროშენკოს ბლოკში” მის მოადგილეს ალექსანდრ გრანოვსკის ჩააბარა, რომელსაც მან “პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციული პირამიდის სასამართლო კურატორი” უწოდა.
ყოფილმა გუბერნატორმა დააზუსტა, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დაგეგმილი.

ადრე “ოპოზიციური ბლოკის” სახალხო დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა გენერალ პროკურორს თხოვნით მიმართა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციაზე. რაბინოვიჩმა მაშინ აღნიშნა, რომ რადგანაც უკრაინას უფლება არა აქვს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადაცია განახორციელოს, აუცილებელია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა მოსულთან 300 ყოფილი პოლიციელი დახვრიტეს
შემდეგი სტატიასომხეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა