სააკაშვილის თქმით, მას უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქებთან ბრძოლა აქვს მოსაგები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კიევში ჩასვლას და ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა საკუთარი გეგმების შესახებ კურიერთან ინტერვიუში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს უკრაინელების მოთხოვნების წინაშე დააყენებს და ამით მიანიშნებს, რომ ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით.

ლვოვში დღეს გაკეთებული გზავნილების ადრესატი საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, იყო. სააკაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინასა და საქართველოში საერთო ბრძოლა აქვს მოსაგები ოლიგარქების წინააღმდეგ.

დღეს ლვოვში, დილის 7 საათზე, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინელი მესაზღვრეები მივიდნენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყველა ნომერში ეძებდნენ. ოპერაციიდან სამი საათის შემდეგ მესაზღვრეებმა და სააკაშვილის ადვოკატებმა მოლაპარაკებები დაიწყეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთს შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი ჩაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიგია კორკოტაშვილი: შეიძლება ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადო
შემდეგი სტატიაფოტოგრაფმა სასამართლო დავა მოუგო ცხოველთა დამცველებს