სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

როგორც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას ნინო კალანდაძე დაიკავებს.

ამასთან, შეიცვალა ბორდის თავმჯდომარეც და ამ თანამდებობას უკვე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი იკავებს.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მიხეილ სააკაშვილი დიდ მადლობას უხდის ანდრო ბარნოვს ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისა და 2 წლიანი მუშაობისათვის.

ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს ნინო კალანდაძე, ხოლო ბორდის თავმჯდომარე დღეიდან ზაალ სამადაშვილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი წარმატებებს უსურვებს ბიბლიოთეკის ახალ ხელმძღვანელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემადგენლობით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება საგანმანათლებლო საქმიანობაში და მეტ სიახლეს შემოგვთავაზებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის დირექტორი ანდრო ბარნოვი იყო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს. ბარნოვმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არასამთავრობო ორგანიზაციაში წასვლის გამო დატოვა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა
შემდეგი სტატიარევაზ საყევარიშვილს “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუჩერდა