სააკაშვილის საგანგებო განცხადება: ივანიშვილი ამზადებს დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებსდაყოფილ-პრემიერ მინისტ, ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს.
სააკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, ხდება ზეწოლა მოწმეებზე, რათა მათ ჰააგაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩვენებები მისცენ.

სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი, რუსეთ საქართველოს ომში, საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს.

„ჩემი ინფორმაციით, რაც გვაქვს ჩვენი წყაროებიდან, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში. გავიდა რომის სტატუტიდან, იძახის არ ვთანამშრომლობთ. ამავე დროს რუსებმა შემოუთვალეს ჰააგის სასამართლოს, თუ რამე გინდათ გაამტყუნეთ ქართველები და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. თვითონ ოფიციალურად არ თანამშრომლობს. სამაგიეროდ თავისი აგენტურით საქართველოში და ახლა იქ ჩასულია ჰააგის ჯგუფი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არც არის ამ პროცესის ნაწილი.

ერთი სიტყვით იმდენად დაბრმავებულია სიძულვილით საკუთარი ქვეყნის, რომ მზად არის ივანიშვილი წავიდეს ნებისმიერ გაყალბებაზე, ამაში მონაწილეობს წულულკიანი და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც ამუშავებენ მოწმეებს.

მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტური ზუსტი ინფორმაცია და ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. ეს მზადდება ჩვენს თვალწინ, ჩვენს ზურგს უკან. ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგი საქართველოსთვის და მე უბრალოდ ვალდებული ვარ ხალხმა იცოდეს სიმართლე.

ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები, ფრთხილად, იმ გაგებით, რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს, საქართველო მსხვერპლია, საქართველო მართალია, მაგრამ საქართველოს ახლა მართავს პირდაპირ მეხუთე კოლონა, რუსეთის დასმული კაცი, რომელიც აკეთებს იმას, რა დავალებაც ჰქონდა მიღებული თავის დროზე პუტინისგან. მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით გამოყენების.

თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელშია, საქართველო აღმოჩნდება მთლიანად გამტყუნებული და ეს არის მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. ამისთვის არის ეს კაცი საქართველოში.

ეს კაცი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია
შემდეგი სტატია“წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს” – მიხეილ ბენიძე