სააკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია და აქცია სასამართლოსთან – “ენმ”-ს გეგმები

“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნებათ, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში.
პარალელურად, დღესვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას პარტია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტებს, სადაც დღეს ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა განახლდება.გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლების გამო ედავება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალ წლამდე დაგეგმილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაც.

banner
წინა სტატიაშიდღეს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
შემდეგი სტატიანაძვის ხე – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”