სააკაშვილის გადაყენება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი – პოროშენკოს ადმინისტრაცია

14ოდესის მხარის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდნენ – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
“გადაყენება ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ პრეზიდენტისა და სააკაშვილის პირად შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ეს სააკაშვილის პირადი ვალდებულებების გამო გადაიდებოდა” – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარო ამბობს. კერძოდ, საუბარი იყო ოდესის ტრასის მშენებლობაზე, ასევე ოდესის მხარის “საერთო ფანჯრის” ჩაშვებასა და სხვა პროექტებზე. “ამათგან არაფერი შესრულდა. სააკაშვლმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო, რომ ეს ყველაფერი ლამაზად გამოჩენილიყო და გადაყენებამდე თვითონ წავიდა” – ამბობენ პოროშენკოს ადმინისტრაციაში.
სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ ბრძანება ხვალ, 9 ნოემბერს იქნება მზად, როცა პრეზიდენტი პოროშენკო სლოვენიდან დაბრუნდება. “ამის შემდეგ ასევე გამოქვეყნდება ის დეტალები, რომელიც სააკაშვილმა მუშაობის დროს ვერ დააკმაყოფილა”. პარალელურად მიმდინარეობს ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურის განხილვა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 7 ნოემბერს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის განცხადება პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტისათვის მოულოდნელი იყო – რიზანენკო
შემდეგი სტატიარუსეთი აშშ-ს არჩევნებზე სარკისებურ პასუხს პირდება