სააკაშვილის და კოლომოისკის შეხვედრას ადგილი არ ჰქონია

გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ოლიგარქ იგორ კოლომოსკის შეხვედრის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” განუცხადა სააკაშვილის პრეს-მდივანმა დარია ჩიჟმა. “ინფორმაცია ამ შეხვედრის თაობაზე არის “ფეიკი”. შეხვედრას არ ჰქონია ადგილი”, – თქვა მან.
წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 სექტემბერს სააკაშვილი და კოლომეისკი შეხვდნენ ერთმანეთს ჟენევის სასტუმრო “Four seasons”-ში.
როგორც ცნობილია, ამა წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც ამ უკანასკნელმა 2015 წლის მაისში მიიღო.
სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ 10 სექტემბერს აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას უკრაინის პასპორტით სასაზღვრო პუნქტ “კრაროვეცის” გავლით. საქართველომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში გააგზავნა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იგი ამ მოთხოვნას გენერალურ პროკურატურაში გააგზავნის საექსტრადიციო შესწავლის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა იგორ კოლომეისკისთან, რომელიც ფლობს ავია და მედია ბიზნესს, თუმცა დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას სამარცხვინო ფაქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ თურქეთის ხელისუფლების ყოფილ წევრებს დააპატიმრებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 11 წლის შვილთან ერთად გეგმავს (ვიდეო)