სააკაშვილის ახალ ადვოკატს გირგვლიანის საქმის მასალების გასაცნობად 9 დღე აქვს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ საქმის მასალების გასაცნობად სასამართლოს ერთი თვე სთხოვა, თუმცა მოსამართლემ ამისთვის 9-დღიანი ვადა მისცა.

ბრალდების მხარე ერთთვიან ვადას არაგონივრულად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მასალების გასაცნობად ერთი კვირა საკმარისია.

სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, დღესვე გამოითხოვს მასალებს სასამართლოსგან და დაიწყებს მის შესწავლას, დაცვითი სიტყვის მოსამზადებლად თუკი ერთი კვირა არასაკმარისი აღმოჩნდება 22 დეკემბერს სხდომაზე კვლავ დააყენებს დამატებითი ვადის მიცემის შუამდგომლობას.

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაცვის ტაქტიკა პროცესის გაჭიანურების მიზნებს ემსახურება

banner
წინა სტატიაშინაციონალებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
შემდეგი სტატია,,არ მივცემ, რუსთავი 2-ს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში”-კალაძე