სააკაშვილის ადვოკატი: საზღვრის გადალახვა კანონიერად მოხდა

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის საზღვარი კანონიერად გადალახეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე ლვოვში განუცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ. “უდავოდ, ეს არ იყო უკანონო ქმედება, რადგან უკრაინის კანონი “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” იძლევა საზღვრის დარღვევით გადალახვის საშუალებას განსაკუთრებულ შემთხვევებში. რა პირობებია შეიქმნა ასეთი უკიდურესი ქმედებისთვის? ჩვენ ვიმყოფებოდით სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტში, რომელიც დანაღმული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ზონაში, სადაც შესაძლებელი იყო მომხდარიყო აფეთქება, აუცილებელი გახდა ჩვენი ევაკუაცია. ჩვენ მივმართეთ ევაკუაციის მოთხოვნით გენერალს, რომელიც იქ იყო… მაგრამ მან უარი განაცხდა”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, სააკაშვილს და მის მომხრეებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ დაარღვიეს საზღვრის გადალახვის წესი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსიდან“ ზუგდიდის მერობისთვის გოგიტა ბიგვავას კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიაპასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია