სააკაშვილი ვორონენკოვის მკვლელობაზე: ჩემს დროს “არც ერთი გაუხსნელი ტერაქტი და შეკვეთილი მკვლელობა” არ ყოფილა

კიევის ცენტრში რუსეთის დუმის ექსდეპუტატის მკვლელობას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქით“ ეხმაურება
„რუსეთის სახელმწიფო დუმის ექსდეპუტატის, დენის ვორონენკოს მკვლელობა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში კიევის ცენტრში მომხდარი უკვე მეორე კრიმინალური შემთხვევაა,“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ექსგუბერნატორი მიხეი სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, „როცა პოლიციის ხელმძღვანელობა ფულის გამომმუშავებელთა მფარველობით“ არ არის დაკავებული, ქვეყანაში უსაფრთხო სიტუაციაა, თუმცა შს მინისტრი ავაკოვი და ბანდა მბრძანებლობას აგრძელებენ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს,“ – წერს სააკაშვილი და იქვე, აღნიშნავს, რომ კარგად იცის, რასაც ამბობს.
სააკაშვილის თქმითვე, მისი პრეზიდენტობის დროს, საქართველოში ერთი გაუხსნელი ტერაქტი და შეკვეთილი მკვლელობაც კი არ მომხდარა.
შეგახსენებთ: ვორონენკოვი დღეს, რამდენიმე საათის წინ, კიევის ცენტრში მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ექსდეპუტატის დაცვის წევრი და სავარაუდო მკვლელი დაჭრილები არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში უცნაური ბავშვი დაიბადა, როემლიც ღმერთ ხანუმანის რეინკარნაცია გონიათ
შემდეგი სტატია„აუდიტორია 115-ის“ წევრი გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს