სააკაშვილი: მე ვიქნები ერთ-ერთი ვინც “ლაზიკას” გახსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაიხსნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი 2014 წლისთვის უნდა გახსნილიყო.

მიხეილ სააკაშვილი არჩევანის ეთერში საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკმაოდ ბევრი პროექტი არ განხორციელდა ან გვიან გაკეთდა.

„მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, თვითმფრინავს წაიყვანს იმიტომ, რომ ავტოპილოტზეა თვითმფრინავი. მაგრამ დგება პერიოდი, როდესაც უნდა დასვა და მაშინ სჭირდება ნამდვილი მფრინავი და ამ პერიოდში მგზავრები აუცილებლად მიიღებენ ზომებს, მაიმუნს ჩამოაშორებენ მართვის სადავეებს და დასვამენ ისევ ნამდვილ მფრინავებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი მთავრობა მის მიერ დაგეგმილ პროექტებს ახორციელებს და აღნიშნავს, რომ მოუწევთ შემოვლითი გზის გაკეთება, ლაზიკას პროექტის განხორციელებაც.

https://youtu.be/pMOIksMPY38

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს რევოლუციით უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებას და მისი გეგმაა, რომ ეს მოხდეს მშვიდობიანი გზით.

როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში ჩართვისას განაცხადა, ის საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციის გზით მოვიდა, თუმცა უკრაინაში რევოლუციის აუცილებლობას ვერ ხედვას.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ ისინი ბევრნი არიან და ერთნაირად ფიქრობენ.

სააკაშვილის განცხადებით, ეს მსოფლიო პრაქტიკაა და მასობრივი დემონსტრაციების შედეგად იცვლებიან ხელისუფლებები და ამაში არაფერი გასაოცარი არ არის.

„ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბრენდი, ეს არის ჩვეულებრივი განწყობა ხალხის. მთავარია, რომ ხალხის განწყობას წინ არაფერი დაუდგეს. ჩვენ ვიდგებით მაგრად,“ – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა და აღნიშნა, რომ ახლა აქვს საშუალება, დაეხმაროს უკრაინას და მისთვის კიევი “არის მშობლიური თბილისივით”.

„ჩემთვის იმ პირობებში, როდესაც ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს იმიტომ, რომ ფაროსნები მოასხდნენ, აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს მე ამას აუცილებლად გაუკეთებ იმიტომ, რომ მე მათი ნაწილიც ვარ. მათი უბედურების ნაწილიც გავხდი, სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში, მაგრამ მათი გამარჯვების ნაწილიც ვიქნები. ეს, რა თქმა უნდა, იქნება საქართველოს გამარჯვებაც, მე ამას ერთმანეთისგან არ ვყოფ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://youtu.be/2P133fPig80

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ | ვიდეო|
შემდეგი სტატიაასადის რეჟიმმა სკოლის ბავშვები დახოცა