სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მისნისტრის და მინისტრების წინააღმდეგ

სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მისნისტრის და მინისტრების წინააღმდეგ

სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მისნისტრის და მინისტრების წინააღმდეგუკრაინის გენერალური პროკურატურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის კორუფციულ სქემაში მონაწილეობას იკვლევს – საუბარია კერძოდ, ოდესის სპირტის ქარხანაზე – ამის შესახებ ბრიტანული The Times ზედამხედველობის სამსახურის მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენ დასვენების დღეებში ქარხანაში ჩხრეკა ჩავატარეთ. პირველივე აღმოჩენილი კავშირები პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო ოფისისკენ მიდის” – განაცხადა საყვარელიძემ.
ოდესის ოლქის პროკურორმა განაცხადა, რომ ქარხნიდან წლიურად 90 მილიონი დოლარი კერძო ჯიბეებში მიდის.
7 დეკემბერს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის წარმოადგინოს მტკიცებულებები უკრაინელი მინისტრების და ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენების გარიგებების შესახებ. “მე არანაირი პრობლემა არა მაქვს დოკუმენტების წარდგენაზე” – ხაზი გაუსვა სააკაშვილმა და დაამატა, რომ დოკუმენტები უკვე შესწავლილია და კორუფციული სქემები ამოხსნილი.

არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერის პოსტზე 2014 წლის თებერვლიდან იმყოფება. ის ევრომეიდანის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

banner
წინა სტატიაშიკანადა და მექსიკა აშშ-ს სანქციებს უწესებენ
შემდეგი სტატიანინო დიდებულიძის განცხადებით მისი შვილის ლაშა მახარაძის მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს