სააკაშვილი: უკრაინაში ოლიგარქიული გადატრიალება-რევანში მოხდა

უკრაინაში ოლიგარქიული გადატრიალება-რევანში მოხდა – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ჩერნოვცაში ანტიკორუფციული ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის ტრანსლირება ადგილობრივი მედიით მიმდინარეობდა.
“დარწმუნებული ვარ, რომ მაიდანის დღეებში ვერავინ ივარაუდებდა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იმავე ოლიგარქების ხელში აღმოჩნდებოდა, რომლის წინააღმდეგაც იდგა მაიდანი და თქვენი ქალაქის ბევრი მკვიდრი, რომ კორუფცია ისევ ისე და უფრო მეტადაც იქნებოდა, ვიდრე იყო, სიღარიბე კი გაიზრდებოდა, მთავრობაშიც და პარლამენტში ამის შესახებ გაგონება არ სურთ, არ სურთ ილაპარაკონ და აღიარონ, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ის ერთია – უკრაინაში ოლიგარქიული გადატრიალება-რევანში მოხდა” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ჭეშმარიტების მომენტი დადგა.
“ჭეშმარიტების მომენტი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც მზად არიან ქვეყანის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აიღონ და ჭეშმარიტების მომენტი უკრაინელი ხალხისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის. ეს ნამდვილად ჭეშმარიტების მომენტია მთავრობისთვის, პრეზიდენტისთვის, ხელისუფლებისთვის, რადასთვის, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა” – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაგარინის ქუჩის #29-ში ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიანორვეგიაში ოთხი მიგრანტი ნაცნობის გაუპატიურებაშია ბრალდებული