(video) სააკაშვილი: მე უკრაინას ჰალსტუხიანი და კოსტუმიანი კრიმინალებისგან გავწმენდ

saaოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ადმინისტრაციის შენობაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა: „სამწუხაროდ ჩვენ მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ… დღეს იძულებული გავხდი მეხსნა ჩემი თანამშრომლები, რამდენიმე ახალგაზრდა გოგო, რომლებიც წყლის გარეშე დატოვეს, გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აუკრძალეს და ჩაკეტილ კარს მიღმა ყავდათ ავტომატიანებს, რომლებიც ე.წ ღონიძიებას ატარებდნენ, ჩხრეკას … იძულებული გავხდი პროტოკოლების კაბინეტის კარები შემემტვრია, რომ ეს გოგოები გამომეყვანა“ – განაცხადა  პრესკონფერეციაზე მიხეილ სააკაშვილმა.

„გენერალური პროკურატურა ისტერიულად ეძებს ამ თვეების განმავლობაში რამე ისეთს, რომლითაც შეძლებენ გუნდს შეეხონ. ვერაფერი იპოვეს. და აი, ევრიკა – საქართველოს ყოფილი გენერალული კონსული! გადაწყვიტეს რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საჩუქარი გაეკეთებინათ. მე მას, ცხადია, ვიცნობ, კონსულობის პერიოდიდან. მაგრამ ის აქ ჩემს ადმინისტრაციაში არ მუშაობს, მას არა აქვს კაბინეტი ჩემს ადმინისტრაციაში“.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს ბრალი წაუყენეს 2011-2013 წლებში გადასახადების არასწორი გაფორმებისთვის. „და ახლა, 2016 წელს , იმის საფუძველზე, რომ 2011 წელს ის თითქოსდა რაღაცას არასწორად აკეთებდა, ისინი შემოვიდნენ უწყებაში, რომელშიც ის არ მუშაობს, სადაც ის არ ზის და გამოიძახეს მედია, რომ მედიის წინ ეთქვათ, რომ დიახ, სააკაშვილის ოფისი გავჩხრიკეთ“ განაცხადა  ოდესის გუბერნატორმა.

მისი თქმით, „ასე არ მუშაობდა არც პშონკა, არც პუტინის პროკურატურა, ჩრდილოეთ კორეაც კი დიდი ხანია ასე არ მუშაობს, მე მგონი. მე მგონი, მაგათ ცოტათი დაუცურდათ. უკრაინის გენერალურ პროკურორს დავუკავშირდი და სასწაული, მან არაფერი იცის ამის შესახებ. ანუ, სხვა რა ძალაა ამ ქვეყანაში ისეთი, რომელსაც ასე შეუძლია ყოველგვარი აპელაციის გარეშე განკარგულების გაცემა? მე იმ კორუმპირებულ პირებს მინდა მივმართო, რომლებმაც ვერაფერი ისწავლეს მაიდანის მერეც, რომ მე ამ შენობაში შემოსვლის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ომს ვუცხადებ კორუფციას და ამ ომს მე არ შევეშვები. მათ გონიათ, რომ უკრაინელები ყველანი დებილები არიან.

მე ამ ადამაინებისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავი მაქვს – ჩვენ მზად ვართ ყველანაირი მუქარისთვის და ჩხრეკისთვის – მიმართა სააკაშვილმა ჩხრეკის ადრესატებს და პირობა დადო რომ ის უკრაინას „ჰალსტუხიანი და კოსტუმიანი კრიმინალებისგან“ დაიცავს. „მე მათ მთავრობიდან გავყრი, სადაც გონიათ, რომ კარგად ზიან. კარგად დაჯდებიან იქ, სადაც საჭიროა“ – განაცხადა უკრაინის გუბერნატორმა პრსკონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოდესის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში ჩხერკა ჩატარდა. ჩხრეკის მიზეზი იყო უკრაინაში საქართველოს ყოფილი კონსულის მიერ არასწორად გაფორმებული გადასახადები.

https://youtu.be/4eeTzXRRjlo

 

banner
წინა სტატიაშიტრამპს გარანტირებულად რესპუბლიკელები წარადგენენ
შემდეგი სტატიაჩერნოგორიაში მთავრობის სახლს ტუალეტის ქაღალდები ესროლეს