სააკაშვილი: სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი

ქოცები,როგორც ყოველთვის,იტყუებიან- “შარდის სკანდალთან” დაკავშირებით,ისინი ამბობენ,რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს.
დადგმული “ციხის კადრების” გამოქვეყნების შემდეგ,გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი,რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს,აქ მარტო მერი კი არა,სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი.ივანიშვილი იძულებული იყო მარნეულის მერის დაკავების ბრძანება გაეცა. ოლიგარქს ძალიან ეშინია ხალხის და მათი აღშფოთების, ამიტომაც ქართველმა ხალხმა უფრო თამამად და ხმამაღლა უნდა გამოხატოს დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ მარნეულის მერი კი არა, თავად ივანიშვილი, ყოველდღიურად ამცირებს და შეურაცხყოფს ქართველ ხალხს!-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – მომწონს დაუსჯელობის სინდრომისა და ხელშეუხებელთა წრის შემცირება
შემდეგი სტატიამარნეულის მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება