(video) საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინიათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში მასზე სისხლის სამართლის საქმე იმიტომ არის აღძრული, რომ მისი დაბრუნების ეშინიათ – ამის შესახებ მან განაცხადა NewsOne-ის ეთერში. “უკვე ოთხი წელია ჩემს წინააღმდეგ რაღაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები ჩათვალეს, როგორც გაფლანგვა. მათ შორის, უცხოელი ლიდერების აბანოს მომსახურებაც, რაღაც ბანკეტები, ჩემი ოთხი კოსტიუმი და ერთი პალტო, რომელიც ოფიციალური ღონისძიებისთვის ვიყიდე” – განაცხადა მან.
ოდესის გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მისი დაბრუნების ეშინია: “მათ მართლა ეშინიათ ამისი. ჩემი პარტია, გამოკითხვებით მმართველ პარტიას არ ჩამორჩება, სხვა გამოკითხვებით კი, ლიდერობს… მათ პოლიციის მხარდაჭერა არა აქვთ…მე არ მინდა მათ იმის საბაბი მივცე, რომ ბრალი ექსცესებში დაგვდონ… ამიტომ, არ ჩავდივარ, მაგრამ ისინი მაინც აგებენ” – თქვა სააკაშვილმა.

https://youtu.be/xdZvwDUZZ9Y

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი საქართველოში ჩამოსასვლელად ვარცხნილობას იწესრიგებს
შემდეგი სტატიაბლოგერი ანდრია სახურია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს