სააკაშვილი: პუტინის არ შემეშინდა და ქურდბაცაცების მითუმეტეს არ შემეშინდება

“ვაცხადებ უვადო შიმშილობას.

მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა და თავის ხალხს უღალატა, კონსტიტუციის გარანტიდან კი კორუფციის გარანტად იქცა.

მე პუტინის არ შემეშინდა, მითუმეტეს ამ ქურდბაცაცების არ შემეშინდება! ჩემი ცხოვრება უკრაინისა და საქართველოს ხალხს, კორუფციული სისტემისა და ოლიგარქებთან ბრძოლას ეკუთვნის! არ შეგეშინდეთ, ისინი ძალიან სუსტები არიან, ამას თვითონაც ხვდებიან და ამიტომაც ეშინიათ ასე ძალიან! ისინი ვერ დაგვაშინებენ ვერც მე, ვერც თქვენ!

ყველას მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდნენ და ამ ბანდას აჩვენონ, რომ უკრაინის პატრონები არა ისინი, არამედ უკრაინელი ხალხია.

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკში თითოეული უნდა მოვიდეს“.

 

წერს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი : ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ საქმის − „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − დასაშვებობის განხილვა დაიწყო