სააკაშვილი პოროშენკოს დაემუქრა, რომ ახალ პროკურორს ოდესაში არ შეუშვებს

სააკაშვილი პოროშენკოს დაემუქრა, რომ ახალ პროკურორს ოდესაში არ შეუშვებს

სოდესის მხარის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დაემუქრა, რომ პროკურატურის შესასვლელს დაბლოკავს, თუკი “დანაშაულებრივი გენერალური პროკურატურა თავის პროტეჟეს გამოაგზავნის ოდესაში” – ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“მე პრეზიდენტს ვუგზავნი წერილს, სადაც ვთხოვ, მას რომ არ დაუშვას ოდესაში რევანშისტების პარპაში. ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე პრეზიდენტი დამპირდა, რომ ისეთ პროკურორს გამოუშვებდა, რომელიც ხალხში ნდობით სარგებლობს” – განაცხადა სააკაშვილმა. წინააღმდეგ შემთხევვაში, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ის ოდესელებთან ერთად პროკურატურის შესასვლელს დაბლოკავს: “არ დავუშვებ იმას, რომ ოდესის პროკურაურა დანაშაულებრივ-კორუფციულმა კლანმა დაიპყროს” – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა ფრენჩი ევროპული კოსტუმით შეცვალა
შემდეგი სტატიაშინაიდ ო’კონორი პრინსთან დაკავშირებით ტყუილში დაადანაშაულეს