სააკაშვილი: პოროშენკომ პრემიერობა და პარტიის ლიდერობა შემომთავაზა

saakashviliსაქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინაში ოდესის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტო პეტრ პოროშენკო მას ქვეყნის პრემიერობას სთავაზობდა.
ჟურნალ კორესპოდენტთამ საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა… ,,მე პოროშენკო ღიად მთავაზობდა პრემიერ მინისტრობას და თავისი პარტიის ლიდერობას.. და კიდევ ბევრ რამეს. დავუშვათ და დავთახმებოდი პრემიერობას… მერე აქედან რა გამოვიდოდა? მე უნდა მერბინა და მეთხოვა ვიღაც ალექსეი გონჩარენკოსთვის, რომ ხმა მიეცათ ჩემი კანონპროექტებისთვის? და ასეთი გონცარენკო რადაში 400 ცალია,,
სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოს ვადამდელ არჩევნებს სთავაზობდა, თუმცა აპრილში პრეზიდენტი სხვა ძალებს მოელაპარაკა… ,,ავაკოვი დარჩა მინისტრად, ხოლო გენპროკურორის მოადგილედ ,,სახალხო ფრონტის,, წარმომადგენელი დიმიტრი სტოროჯუკი დაინიშნა, რათა ყოფილი პრემიერ იაცენიუკის წინააღმდეგ აღსაძრელი საქმეები დაბლოკილიყო,, აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიორეგანოში ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა
შემდეგი სტატიაავღანელები ტრამპის არჩევით შეშფოთებულები არიან