,,სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს აერთიანებს, რომ მომავალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ”

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს აერთიანებს, რომ მომავალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ, – განაცხადა ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში.

“დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას წვრილ-წვრილი პარტიები, შემდეგ, ყველა ერთად გამოვიდეს და თქვან, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია. მუშაობენ ამერიკაში, ევროპაში, რომ დასავლეთი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოამზადონ. მოვუწოდებ ჩვენს უშიშროებას, ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციოს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა დაბრუნდა ახალი ძალით – სააკაშვილი შუალედურ არჩევნებს აფასებს