,,სააკაშვილი პოექტების დაანონსებისას მინიმუმ მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას” – ხუხაშვილი

პრემიერ-მინისტრის ინიციტივას ორთაჭალაში ახალი სამთავრობო ქალაქი აშენდეს ”კვირისი პალიტრასთან” ინტერვიუში ექსოპერტი გია ხუხაშვილი

”შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, დიდი ხანია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის ჯერა, თუმცა ამჯერად ოპტიმიზაციაც დაგვიანონსეს და რეალურად უარესი ვითრება შექმნეს. საჯარო სამსახურში საშუალო და დაბალი რგოლებისთვის ხელფასების შემცირება კი არ არის პობლებლემის გადაჭრის გზა, სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვაა აუცილებელი. ამის ნაცვლად კი პრემიერ მინისტრი ისევ ვირტუალურ მშენებლობას გვთავაზობს, რისი მაგალითიც ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობაა. როდესაც ეს ინიციატივა მოვისმინე, მაშინვე სააკაშვილი გამახსენდა. სწორედ მან იცოდა პრობლემების გადასაფარად გიგანტური ვირტუალური პროექტების დაანონსება. სააკაშვილი პოექტების დაანონსებისას მინიმუმ მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას, პრემიერმა კი მხოლოდ ზეპირი ინიციატივა გააჟღერა ყოველგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე – ნედლი ინიციატივა გააჟღერა, რომელსაც ერთი ფურცელიც კი არ ახლავს თან.” – განაცხადა ხუხაშვლმა კვირის პალიტრასთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიჯაზ-ფესტივალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო – ფასი 100-დან 250 ლარამდე მერყეობს
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ ფლავიდან 40 წლის მამაკაცი დააკავეს