სააკაშვილი პატიმრობაში უკვე 14 საათია, იმყოფება – მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ

მიხეილ სააკაშვილი უკვე 14 საათია, პატიმრობაში იმყოფება. ის სამართალდამცველებმა გუშინ ღამით დააკავეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მისი თანაგუნდელების და მხარდამჭერების მობილიზება მალევე დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე რკინის კასრები და შეშა მიიტანეს და მთელი ღამე უშიშროების იზოლატორთან გაათენეს. კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორთან სამართალდამცველებსა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის ღამის განმავლობაში მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ და დაშლას არ აპირებენ.

გენერალური პროკურატურის პრესსპიკერის, ლარისა სარგანის განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები უკვე დასრულებულია. უწყება მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

უკრაინის უშიშროების სამსახურთან მისი მომხრეები და პარტიის წევრები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. უკრაინელები დაშლას არ აპირებენ. ასევე, არ იშლება რადასთან გაკეთებული კარვების ქალაქი.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაფანასკერტელის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს