სააკაშვილი: პატარკაციშვილმა უკრაინის რევოლუცია დააფინანსა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინული ,,რუხ ნოვიხ სილ,,-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინულ NewsOne -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში 2004-2005 წლებში მოხდარ ნარინჯისფერ რევოლუციას, ქართველი  ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც აფინანსებდა.

სააკაშვილის განცხადებით, ნარინჯისფერ რევოლუციას იმდროინდელი ოლიგარქები და მათ შორის რამდენიმე მისი თხოვნითაც აფინანსებდნენ. სააკაშვილის დასახელებულ პირთა შორის იყვნენ, პეტრ პოროშენკო, უკრაინაში მოღვაწე დავით ჟვანია, ბორის ბერეზოვსკი და აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილიც.

,, ეს ყველამ იცის, მეც იმ რევოლუციის აქტიური მონაწილე ვიყავი. ამ რევოლუციას იგივე პოროშენკოც აფინანსებდა, ბერეზოვსკიმაც მოგვცა რამდენიმე მილიონი. ჩემი თანამემამულეებიც იყვნენ ჟვანია რომელიც უკრაინაშია, ვასაძე და ჩემივე თხოვნით ამ რევოლუციაზე ბადრი პატარკაციშვილმაც მოგვცა ფული. დასამალია არაა, რომ რევოლუციისა და ცვლილებების მოწყობას ფული სჭირდება და თუნდაც ცუდი ხალხის ფულ იყოს, დასაშვებია მისი გამოყენებაც, თუ ამის სანაცვლოდ შენ რამე განსაკუთრებული ვალდებულება არ გაქვს აღებული. პირადად მე არავისთან არანაირი ვალდებულება არ მქონია და არც ახლა მინდა ოლიგარქებისაგან რამე ავიღო, მე მირჩევნია საშუალო ბიზნესმა დაგვაფინანსოს და მათ მიმართ დავალებული ვიყოთ,,- განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, აიღებდა თუ არა სააკაშვილი რომელიმე უკრაინელი ოლიგარქისაგან ფულს, თუ მას შესთავაზებდნენ, სააკაშვილმა უპასუხა.

,,არამგონია, ვინმემ მოგვცეს, თუმცა როგორც  ლენინი კაპიტალისტებზე ამბობდა, ოლიგარქებიც თავიანთი ჩამოსახრჩობი თოკის ფულს, თვითონ გადაიხდიან. ჩამოხრჩობას რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით ვგულისხმობ,,

banner
წინა სტატიაშიაშშ სირიეელი ქურთების შეიარაღებას განაგრძნობს
შემდეგი სტატიავაშინგტონში რუსეთის საელჩო ნემცოვის ქუჩაზე ,,განათავსეს,,