სააკაშვილი: ოლიგარქები მოსაცილებელია ქვეყნის მმართველობიდან

ბებიაჩემი მზია წერეთელი

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დაპყრობის გეგმაზე საუბრობსოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვის საინფორმაციო ტელეარხზე „24“ ისაუბრა უკრაინელ ოლიგარქებზე, არჩევნებზე და ლვოვზე
ოლიგარქები თვლიან, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა, აქციონერული კომპანიაა, სადაც ისინი ფლობენ აქციებს და ნიშნავენ დირექტორთა საბჭოს. თუმცა მინისტრები არ არიან, მაგრამ რეალურად აკონტროლებენ ჩვენ მთავრობას. ისინი მოსაცილებელია ქვეყნის მმართველობიდან, მათ არ აქვთ უფლება, თვლიდნენ უკრაინას თავიანთ საკუთრებად.
არჩევნებზე:
პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ელის მისგან დიდ გარდაქმნებს. ან დაიწყება დიდი, დადებითი ცვლილებები არჩევნების შემდეგ, ან იქნება სწრაფი ცვლილებები ცუდი მიმართულებით. მე არ მსურდა ვყოფილიყავი არც ერთი პარტიის სიაში, თუმცა შემომთავაზეს. ვთვლი, რომ უპარტიო უნდა ვიყო, მე არ ვთამაშობ პარტიულ თამაშებს. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება.
სადოვოიზე:
ის, რომ ლვოვი ასე შეიცვალა, გახდა ისეთი, როგორიც უნდა იყოს – უკრაინის მსხვილი კულტურული, ეკონომიური, ტურისტული, სულიერი ცენტრი, ეს ქალაქის მერის, ანდრეი სადოვოის დამსახურება არის. მე რომ ლვოველი ვიყო , მას მივცემდი ხმას.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: “ჯერ არ ყოფილა საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელმაც მედიასთან ომი მოიგო”
შემდეგი სტატიარუსეთმა ნორვეგია დასაჯა