სააკაშვილი: ოდესის გუბერნიის ფასადზე სავჩენკოს პორტრეტი კიდია

სააკაშვილი: ოდესის გუბერნიის ფასადზე სავჩენკოს პორტრეტი კიდია

savchenkoოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და სამხარეო საბჭოს შენობების ფასადებზე ნადეჟდა სავჩენკოს ფოტო კიდია – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკავშილმა. მან აღნიშნა, რომ სავჩენკოს განთავისუფლება უკრაინის და პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს დიპლომატიური გამარჯვებაა.
სააკაშვილის თქმით, სავჩენკოს ისტორია ეს “უკვდავი დავითის და გოლიათის, წმინდა გიორგის და იმპერატორ დიოკლეტიანეს ისტორიის განმეორებაა, როცა ერთი ადამიანი მთელ იმპერიას ანადგურებს”.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა და ის დღეს კიევში პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ გაგზავნილი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.

სავჩენკომ რუსეთის ციხეში ორი წელი დაყო.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეული პროვოკაციების საფუძველზე უნივერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ”