სააკაშვილი: საჭიროა გონივრული საინფორმაციო კამპანია

აშშ-მ სააკაშვილს ოდესაში დახმარების გაწევა აღუთქვა

“კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში,არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან-ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.
ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა,ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც.ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე.ამიტომ პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად,წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.
ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები,მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი,ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.
გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი.მომხმარებლების დევნის ნაცვლად,დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით.ასევე საჭიროა,გონივრული საინფორმაციო კამპანია,რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ,თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება,მათი სიცოცხლისთვის-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითაკო დოლაბერიძე: „გუშინდელი ღონისძიებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა“
შემდეგი სტატიააქცია რუსთაველზე – წუთიერი დუმილით, გაურკვეველი ნივთიერებით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს