სააკაშვილი: ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და გაზპრომის მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს

ბებიაჩემი მზია წერეთელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ სახეზეა უკანონობა და მას კანონის დარღვევით ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეობა არ შეიძლება, ისეთ პირს მიენიჭოს, რომელმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

“მოდით, ვნახოთ რა წერია კანონში. არ შეიძლება, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს პირს, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმ მომენტისათვის, როდესაც მე მომენიჭა მოქალაქეობა, ჩემს მიმართ კანონით ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა. ანუ გამოდის, რომ იურიდიული საფუძველი ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პრეზიდენტ პოროშენკოს არ ჰქონდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ როდესაც მანიჭებდა მოქალაქეობას, ყველა გარემოება კარგად იცოდა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სურვილია და კრემლის ინტერესები უკრაინის ოლიგარქის ინტერესებს ემთხვევა.

“ჩემი ქართული პოლიტიკიდან ჩამოცილების გეგმა ეკუთვნის პუტინს. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და გაზპრომის მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს. ახლა გასცეს ბრძანება, ჩამომაცილონ მე უკრაინულ პოლიტიკას. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის ის, რაც სურდა პუტინს, ამაზე უკეთესი საჩუქარს მას ვერ გაუკეთებდნენ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა ინიციატივით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს?
შემდეგი სტატია(VIDEO) გიორგი მარგველაშვილი – მეამაყება, რომ ვხედავ ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მხარდამხარ ქართულ მიწაზე ჩვენი ერების კეთილდღეობის დასაცავად