სააკაშვილი გავრცელებულ ფოტოებზე: ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მისი ფოტოები რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერაა გადაღებული.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, აღნიშნული ფოტოები იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ის ინაუგურაციის ცერემონიიდან გამოდის და მისი ჯგუფის დანარჩენ წევრებს ელოდება.

„მე და ჩემმა გუნდმა უკრაინულ არხებს შევთავაზეთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება გაეშუქებინათ, თუმცა უარი გვითხრეს.

სამაგიეროდ, ფოტოების ტირაჟირებას ახდენენ, რომლებიც რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერაა გადაღებული, სადაც მე ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

უნიჭოები დარჩებიან უნიჭოებად. მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს მე ვიცნობ პირადად და ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან, რომლებიც არიან აშშ-ის ადმინისტრაციაში, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა.

ხან ჩუმად გადამიღებენ აეროპორტში, ხან ცერემონიიდან გამოსულს და შემდეგ გაავრცელებენ ათასგვარ სისულელეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მტრებს ჩვენი ეშინიათ ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გუშინ უკრაინულ მედიასაშუალებებში მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დაცვამ ინაუგურაციაზე არ შეუშვა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიამ ჩაანაცვლა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა