სააკაშვილი: ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუ ადმინისტრაციულ სასამართლოში არაფერი გამოგვივა, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი იცის.

„პოროშენკომ არ დაივიწყოს, რომ მე ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე ვარ. მე უკრაინაში ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი ვიცი“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, რას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.

„ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. მანდ კარგი რემონტია გაკეთებული, აეროპორტის დირექტორი ჩემი მეგობარია. იმედია, მომიძებნის კომფორტაბელურ ადგილს. ეს ხუმრობით. თუმცა, მე მოვძებნი შესაძლებლობებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) პერფორმანსი „ფრთხილად, ოკუპანტია!”
შემდეგი სტატიატრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს