სააკაშვილი: “არ ვურჩევ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას” (ვიდეო)

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

“უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს არ შერჩება ჩემი საქართველოში ექსტრადიცია”. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ტელეარხ NewsOne-ს.
მისი თქმით, უკრაინაში ჩასვლის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდეს მისი ექსტადიცია საქართველოში, თუმცა ეს იქნება “პეტრო პოროშენკოს მხრიდან დანაშაული”. ამ კონტექსტში მან გაიხსენა თუ როგორ გადასცა უკრაინამ მოლდოვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ პლატონი სასამართლო გარჩევის გარეშე და პრეზიდენტის დავალებით. “მე არ მინდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგივე გაიმეოროს ჩემს მიმართ,თუმცა ჩემთან მას ეს არ გაუვა და არ შერჩება, როგორც პლატონის შემთხვევაში. მე მინდა იგი გავაფრთხილო, რომ ამ საქმეს განიხილავენ წამყვანი საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები, სამართალდამცველები და ევროპარლამენტი. ამიტომ არ ვურჩევ მას ამ საკითხთან დაკავშირებით ციხეში მოხვედრას”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

https://youtu.be/6h3BWy6dMR0

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 11 წლის შვილთან ერთად გეგმავს (ვიდეო)
შემდეგი სტატიარატომ ეშინიათ უკრაინაში სააკაშვილის ჩამოსვლის