სააკაშვილი: ამაყი სომხები სუვერენიტეტის დაკარგვაზე რეაგირებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სომხეთის საპროტესტო აქციები, ამაყი სომხების რეაქციაა სუვერენიტეტის დაკარგვაზე.
,,სომხეთში, ადამიანები ნათლად გვაგებინებენ  ყველას, თუ რა სურთ მათ. მათ სურთ, რომ ხელისუფლება პატივს სცემდეს ხალხს და რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოსკოვში არ წყდებოდეს. თავის მხრივ, კრემლს არ სურს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ვინმემ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს. მოსკოვი უბრალოდ ახანგრძლივებს ამ კონფლიქტს და ამას ორივე მხარის პოლიტიკის გასაკონტროლებლად იყენებს. სამწუხაროდ, სომხებმა დაკარგა თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამაყი ხალხი, ახლა ამაზე რეაგირებს,”- აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: “თბილისმა აღიარა, რომ აფხაზები და ოსები საქართველოს მოქალაქეები არ არიან”
შემდეგი სტატიასომხეთში სამი ლიდერის დაკავებით პროტესტი უფრო გაძლიერდა