სააკაშვილი: აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ- სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”, თუ ესეც აღარაა მთლად მასე?

ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა დაახლ 150 ათასი კაცით, 2012-2018 წლებში შემცირდა 750 ათასი კაცით. 2012 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ვალი გაიზარდა 9 მილიარდი ლარით. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ეხლა 43%-ია. მოვალეთა რეესტრში შესული ვალაუვალი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 140 000 ადამიანით და დღეს დაახლ 250 ათასს შეადგენს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74.7 წლიდან(2012 წლის მონაცემი) შემცირდა 72.7 წლამდე(2017 წლის მონაცემი) . დაბადებულთა რაოდენობა 57031 ბავშვიდან (2012 წლის მონაცემი) შემცირდა 53 230მდე( 2017 წლის მონაცემი). ამ დროს ივანიშვილის ქონება საქართველოში გაიზარდა 2 მილიარდი ლარით, ბანკების მთლიანი აქტივები 12 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 30 მილიარდ ლარამდე, ანუ 18 მილიარდი ლარით; ხოლო ბანკების მოგება 136 მილიონი ლარიდა გაიზარდა 890 მილიონ ლარამდე, ანუ 754 მილიონი ლარით-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი : გრიგორი კარასინის პასუხმაც დაგვარწმუნა, რომ მარგველაშვილი არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს
შემდეგი სტატიასერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს