სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება – დასვენების ახალი განრიგი სკოლებში

აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საჯარო სკოლები გასული წლების მსგავსად აღარ დაისვენებენ. ტერმინი სააღდგომო არდადეგებიც აღარ იარსებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არდადეგების გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატებაა.

“როგორც იცით, განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების ღეა”,– განმარტეს სამინისტროში.

შესაბამისად, დიდი ხუთშაბათი წელს სკოლებისთვის დასვენების დღე უკვე აღარ იქნება.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, როგორც ცნობილია, ის 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.

წყარო: http://edu.aris.ge

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე: საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა
შემდეგი სტატია”ბიბლუსი” განცხადებას ავრცელებს