რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის ტურების გაუქმება დაიწყო

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის ტურების გაუქმება დაიწყო. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანმა, ირინა ტიურინამ განაცხადა.
ტიურინას თქმით, ტუროპერატორები მომხმარებელს ტურის ღურებულებას აუნაზღაურებენ ან ალტერნატიულ ვარინატს შესთავაზებენ. თუმცა სააგენტოებს, ფულის ერთბაშად დაბრუნება არ შეუძლიათ, რადგან თანხები უკვე გადარიცხულია თურქეთში. იგივე მდგომარეობაა ეგვიპტეშიც.

ტუროპერატორებს, უკვე თურქეთშ მყოფი ტურისტების რუსეთში გადმოყვანის უზრუნველყოფაც მოუწევთ.

თურქეთში ტურების გაუქმების შესახებ, „რასია 24“-ის ეთერში, ტურისტული კომპანია „პეგას ტურისტიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანნა პოდგორნაიამაც განაცხადა. მისი თქმით, ფრენები ხვალიდან შეწყდება და 29 დეკემბრამდე გაგრძელებდა.

შეგახსენებთ, გუშინ, თურქეთის საჰაერო სივრცის დაღვევის გამო, სამხედრო ავიაციის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტომ რუსულ ტუროპერატორებს თურქეთში ტურების გაყიდვაზე თავისშეკავებისკენ მოუწოდება.

ამის შესახებ სააგენტომ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, მიზეზად კი, თურქეთში მოსალოდნელ ტერორისტულ აქტები დაასახელა.

„თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ტერორისტული საფრთხის გამო, ტურიზმის ფედერალური სააგენტო, რუსულ ტუროპერატორებს, ტურისტულ აგენტებს ურჩევს, შეაჩეროს ტურისტული მომსახურების წარმოება, ისე როგორ თურქეთის რესპუბლიკაში, ასევე მესამე ქვეყნებშიც“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიარეზო პაქსაძე: ჩემთვის საოცრებაა, ვინ შეუქმნა ეს პირობები, ვინ მიიყვანა ჩემი შვილი იმ სიკვდილის კარზე