რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნარუსულმა სამხედრო გემმა თურქულ სათევზაო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა. ინცინდენტი ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ თურქული სეინერი მოკლე მანძილზე მიუახლოვდა საბრძოლო ხომალდს და მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა თურქ მეზღვაურებთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, შეჯახების თავიდან ასაცილებლად რუსმა მეზღვაურებმა ცეცხლი გახსნეს.

რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, გასროლის შემდეგ თურქულმა სეინერმა კურსი შეცვალა. ინცინდენტის გამო რუსეთის თავდაცვის უწყებაში თურქეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს.

ოფიციალურ ანკარას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

banner
წინა სტატიაშიბესელია არის პროკურატურის პრესსპიკერი
შემდეგი სტატიაvideo-საპატრიარქოს ბაგა-ბაღები და სკოლები, სადაც გაუსაძლისი პირობებია