რუსულმა ავიაციამ სირიის ოპოზიციის დაბომბვა შეწყვიტა

რუსულმა ავიაციამ სირიის ოპოზიციის დაბომბვა შეწყვიტა

7რუსულმა ავიაციამ სირიაში იმ რაიონების დაბომბვა შეწყვიტა, სადაც სირიის ოპოზიციური ძალები იმყოფებიან – დღეს გენერალ-მაიორმა ვიქტორ პოზნიხირმა განაცხადა -წერს რუსული მედია.
“რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა და სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა სირიის იმ რაიონებში შეწყვიტეს ავიადარტყმები, სადაც ოპოზიცია იმყოფება” – განაცხადა რუსმა სამხედრომ.

გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს მოუწოდა დამასკოზე, ვაშინგტონს კი – სირიაში შეიარაღებულ დაჯგუფებებზე ზეწოლა განახორციელონ იმისათვის, რომ ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, 12 სექტემბრიდან, როცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხალხისთვის დახმარების გაწევა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკების თანახმად, 12 სექტემბრიდან სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის მერი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაშია ეჭვმიტანილი
შემდეგი სტატია„საამქროში“ – პუტინის სიმბოლური საჩუქარი მედვედევს