რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მეორე თვითჩამწერიც იპოვეს

თვითმფრინავ Ту-154-ს მეორე თვითჩამწერიც იპოვეს შავ ზღვაში – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ორი საათის წინ ნაპოვნი და ფსკერიდან ამოტანილი იქნა Ту-154-ის მეორე საბორტო თვითჩამწერი” – “ბიბისი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ციტირებს.

სამაშველო სამუშაოებისას კატასტროფაში მოყოლილი თვითმფრინავის ძირითადი თვითჩამწერი გუშინ, სამშაბათს იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.
“შავ ყუთს” მოსკოვში, სამხედრო-საჰაერო ძალების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გადაიტანენ.
რუსეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი სირიაში მიფრინავდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი.

მომხდარის მთავარ ვერსიებად განიხილება პილოტის შეცდომა და ძრავში უცხო სხეულის მოხვედრა.

banner
წინა სტატიაშიონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი ერდოღანის განცხადებას ტერორისტების მხარდაჭერის შესახებ სასაცილოს უწოდებს