რუსული ნავთობკომპანიები წელს პროდუქციის გაზრდას არ აპირებენ

დღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა

რუსული ნავთობკომპანიები წელს პროდუქციის გაზრდას არ აპირებენ – წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართეს და შეთანხმდნენ, რომ საწვავის მოპოვების კვოტები უცვცლელი დარჩება. თუმცა ისინი ნავთობზე ფასის მომატების მიზნით პროდუქციის რაოდენობის შემცირების იდეას ეწინააღმდეგებიან.

შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა განცხადა, რომ სურდა ნავთობმწარმოებელთა მოსაზრებების მოსმენა, თუმცა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პრეზიდენტს შეხვედრის შედეგებზე მედიასთან აღარ უსაუბრია. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების გამო ბოლო წელიწადნახევარში რუსეთის ბიუჯეტის ვარდნამ 70 პროცენტი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშილილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი “გეზ 2”-ის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია„ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული“, – ზაზა ხატიაშვილი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს