რუსული ნადირობა ქართველ ჯარისკაცებზე – ახალი სკანდალი

რუსეთი ქართველ ჯარისკაცებზე ნადირობს – კრემლი ცდილობს, საქართველო-რუსეთის ომის მონაწილეები ხელში ჩაიგდოს და სამაგალითოდ დასაჯოს. განსაკუთრებულ ინტერესს კი მისთვის ის სამხედროები წარმოადგენენ, რომლებიც დღესაც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან, ამჯერად უკვე უკრაინის მიწაზე.

აგვისტოს ომის გმირმა, ზაზა ბერიანიძემ რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ რუსეთი მას ეძებს და ახლა საკუთარი ძალებით არკვევს, გამოაცხადა თუ არა უკვე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა. ბერიანიძის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აგვისტოს ომის გამო აღიძრა.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის, სად და რატომ ბომბავდა ბერიანიძე რუსულ სამხედრო კოლონებს, მხოლოდ მის პირად საქმეში წერია და საიდუმლოდ თავდაცვის სამინისტროში არის დაცული, თუმცა ირკვევა, რომ ეს მასალები ოკუპანტი რუსეთის ხელშია.

უკრაინაში 2 კვირის წინ დაკავებული გია ცერცვაძე და ზაზა ბერიანიძე რუსეთის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ და ოკუპანტის სამიზნეებიც ერთად გახდნენ.

11 დღიანი პატიმრობის შემდეგ, გია ცერცვაძე ფიქრობს, რომ ქართველ ჯარისკაცს მისივე ხელისუფლებამ უღალატა.

სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური ფიქრობს, რომ რუსეთის მიზანია ახლა ქართველ სამხედროები ხელში ჩაიგდოს, დაამუშავოს, გადაიბიროს და ათქმევინოს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

 

წყარო: რუსთავი 2 – კურიერი P.S

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
შემდეგი სტატიადამწვარი “ბავშვთა სამყარო” – დაზარალებულები ცეცხლის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავენ