რუსული მედია: სპეცსამსახურები საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილ გოგონას ეძებენ

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

რუსული მედია ირწმუნება, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში მყოფ 21 წლის გოგონას ეძებენ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მოწყობას გეგმავს.

ტელეკომპანია ლაიფ ნიუსის ცნობით, ეჭვმიტანილი სიმსივნითაა დაავადებული და ის ტერორისტებმა, შესაძლოა ეგვიპტეში მკურნალობის დროს გადაიბირეს. სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია იუწყება, რომ რუსეთის მოქალაქე გარკვეული პერიოდის შემდეგ ეგვიპტიდან თურქეთში, იქიდან კი 4 რუს მებრძოლთან ერთად, საქართველოში გადავიდა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვარაუდით, გოგონა სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ტერაქტის მოწყობას სამშობლოში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს
შემდეგი სტატია“საკრებულოს შემოთავაზებები დიდწილად გათვალისწინებულია”- დავით ნარმანია თბილისის ბიუჯეტზე საუბრობს