რუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებს

რუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებს

religiaრუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმინდა კრების მუშაობაში.
კრებამ, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კრეტაზეა დაგეგმილი 16-26 ინნისს, უნდა შეიმუშაოს სპეციალური ეპისტოლე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ეთანხმება მისი პროექტის რამდენიმე მუხლს და, შესაბამისად, ნაადრევად მიიჩნევს კრების მოწყობას საკამათო საკითხების გადაწყვეტამდე.
როგორც უკვე ვიტყობინებოდით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა დიდი და წმინდა კრების მუშაობაში. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომის დამთავრების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ლაფერაშვილი: წამზომი ჩართულია… რუსთავი 2 ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილი: იმედია ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს და მოიქცევა ღირსეულად