რუსული ავიადარტყმების შედეგები

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

siria-dabombvaსირიაში რუსეთის ოპერაციების დაწყებიდან 100 დღის მანძილზე მოკლულია 1730 მშვიდობიანი მოსახლეობა – ამის შესახებ aljazeera ავრცელებს ინფორმაციას სირიის ოპოზიციური და რევოლუციური კოალიციის მონაცემებზე დაყრდნობით.
დაღუპული მოქალაქეებიდან 135 ბავშვი და 115 ქალია.
რუსული ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია ათობით სკოლა, სალოცავი ადგილი, 29 საავადმყოფო, გამაჯანსარებელი ცენტრები და სხვა ინფრასტრუქტურა.

კოალიციის მონაცემების მიხედვით 100 დღის მანძილზე რუსულმა ბომბდამშენებმა 12 000 ავიადარტყმა განახორციელეს, აქედან 94% მშვიდობიან მოქალაქეებზე, დანარჩენი კი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეროვნული საბჭოს ცნობით, მოსკოვის ოპერაციების შემდეგ ლაზკიას, ჰომასის, ჰამა და ჰალების 500 ათასი მოქალაქე გახდა ლტოლვილი.
ოპოზიცია რუსული სამხედროების სირიის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშინიღბიანმა “ისლამის სახელით” პოლიციელს ესროლა
შემდეგი სტატიასამხედრობი ეგვიპტის სტრატეგიული ობიექტების დაცვას დაიწყებენ