რუსული არხი LifeNews-ი აზერბაიჯანიდან გააძევეს

რუსული არხი LifeNews-ი აზერბაიჯანიდან გააძევეს

1 (1)როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ტელეარხ LifeNews-ის ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან გააძევეს – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ხიკმეტ გაჯიევმა გაავრცელა.

მისი თქმით, LifeNews-ის თანამშრომლები რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრედიტაციის გარეშე მოქმედებდნენ, გარდა ამისა, არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
“აზერბაიჯანულმა მხარემ მათ მიმართ კეთილი ნება გამოხატა, მაგრამ LifeNews-ის თანამშრომლები თავიანთ პროვოკაციულ მოქმედებებს აგრძელებდნენ. ამ ყველაფრის გათვალსწინბით, მათი ყოფნა აზერბაიჯანში არაგონივრულია” – განაცხადა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:”ეს არ არის ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის!”
შემდეგი სტატია(Video)თბილისში დაცვა მამაკაცს სასტიკად უსწორდება