რუსული “ადმირალი კუზნეცოვი” ალეპოში ბოევიკების სარეკატო თავდასხმისათვის ემზადება

5რუსეთის სამხედრო ძალების ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” და მძიმე ატომური ხომალდი “პეტრე დიდი” უახლოეს საათებში ალეპოში ბოევიკების თავდასხმისთვის ემზადებიან -ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ გამოყენებული იქნება ფრთიანი რაკეტა “კალიბრი” ქალაქის რთულად მისაღწევ რაიონებში და არა საცხოვრებელ ტერიტორიებზე.
“ავიამზიდი ჯგუფის მთავარი მიზანია რუსეთის შავიზღვისპირეთის ფლოტთან, სტრატეგიულ და შორ ავიაციასთან, ასევე ხმეიმიმის ავიაბაზის თვითმფრინავებთან ერთად ალეპოს ბანდფორმირებებზე სარაკეტო-საავიაციო თავდასხმის განხორციელება” – აცხადებს წყარო თავდაცვის სამინისტროდან.
დღესვე The Times-მა გაავრცელა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიის ალეპოში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც მომდევნი ერთი კვირის მანძლზე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმადონამ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ქუჩაში იმღერა
შემდეგი სტატიასასამართლომ მერაბ სოხუმელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა