რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სპეციალურ განმარტებას აკეთებს

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, განცხადებაში იგულისხმა არა ქართველი ხალხის ბრალეულობა, არამედ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულება.

„მეგობრებო, ჩემმა განმარტებამ რუსული ოკუპაციის პრობლემაზე, გარკვეულ წრეებში არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვია. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი საქართველოს სულ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა. მე არა საქართველოს ან ქართველი ხალხის ბრალეულობაზე, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვისადმი ზედმეტი ნდობისა და კრემლის ინტერესებისადმი მიამიტურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ასობით ათასი დევნილი ვერ უბრუნდება საკუთარ სახლ-კარს. სწორედ იმისთვის დაარსდა საქართველოს განვითარების ფონდი, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოინახოს ეფექტური მექანიზმი ოკუპაციისა თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად. მიმაჩნია რომ ეს ის საკითხია, რომელზეც სპეკულაცია დაუშვებელია და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ საქართველოს სრული დეოკუპაციის მისაღწევად. დეკემბერში გელოდებით ფონდის პრეზენტაციაზე. გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშოთა ქემოკლიძე გირაოს- 4 000 ლარის გადახდის შემდეგ საპატიმროს დატოვებს
შემდეგი სტატიადავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს