რუსუდან შარაძე : მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ

რუსუდან შარაძე მამის, გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებისათვის ხელის შეშლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სუს-ის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს.

რუსუდან შარაძე ამ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს.

შარაძე აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებობს მოწმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებები. მისი თქმით, სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა და დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა.

„მამაჩემის სისხლში ცურაობა არ დამვიწყებია და სანამ პირში სული მიდგას, არავის დავავიწყებ. ყველამ დაივიწყა სამართლიანობა და გადავიდნენ საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. აქ მოვედი, რომ ჩემი ხმა გავაგებინო, არათუ მთელ ქვეყანას, პირველ რიგში ამ შენობაში დაბინავებულ ადამიანებს. სუს-ი და სოსო გოგაშვილი ბლოკავს ჩემს პრესკონფერენციებს. არ მაქვს საშუალება, პრესკლუბიდან მოგაწვდინოთ ხმა.

გასული აპრილში პრესკლუბში მარტო ვიჯექი, ამან სააკაშვილის მკვლელების ბანდები გამახსენა, როგორ უშლიდნენ მამაჩემს ხელს. გოგაშვილმა ეს 2018 წელს გააკეთა. მოვედი აქ რადგან ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სუს-ი და აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა ყველაფერს აკეთებენ, რომ მე ხელი გავიშვირო ივანიშვილისკენ, თითქოს ის არის წინააღმდეგი მამაჩემის მკვლელობის გამოძიების, მე ამის არ მჯერა. უმორჩილესად ვთხოვ ბატონ ბიძინას, გამოყოს რამდენიმე წუთი, შემხვდეს პირადად. წარმოვიდგენ მტკიცებულებებს, ვინ მიშლის ხელს და ვინ იშვერს მისკენ ხელს. დავუსახელებ კონკრეტულ ადამიანებს. გამოჩნდა მამაჩემის მკვლელობის „ოქროს მოწმე“, რომელიც მზად იყო, მტკიცებულება მოეტანა, რითიც დამტკიცდებოდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს, რომ მისი მკვლელი არის დათა ახალაიას ბანდა. მოწმეს ეს მტკიცებულება გააჩნდა.

სოსო გოგაშვილმა დააშანტაჟა ეს მოწმე. ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის მკვლელობები, არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ სააკაშვილამდე მიდის“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა. აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/2095729380712058/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : უნდა დავინახოთ განსხვავება პოლიციის დღევანდელ სისტემასა და იმ უწყებას შორის, რომელიც ხელისუფლებამ 2013 წლიდან ჩაიბარა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტირძნისის მცხოვრები დააკავეს